суббота, 4 июня 2016 г.
суббота, 23 апреля 2016 г.
ტრენინგის 9 დღე
დღეს გავეცანით მოდული VIII, რომელშიც საუბარი იყო პრეზენტაციის გაკეთების სხვადასხვა მეთოდებზე.
წარმოვადგინეთ საკუთარი ნამუშევრები, მივიღეთ კონსტრუქციული უკუკავშირი
ტრენერისაგან და კოლეგებისაგან.
ასეთი
მოდელით ჩატარებული პროექტი სრულყოფილად ავითარებს მაღალი დონის სააზროვნო
უნარებს, ზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას და უზრუნველყოფს კავშირს ყოფით ცხოვრებაში. ახალი ტექნოლოგიებით ინფორმაციის
წვდომა, ფოტო და აუდიო მასალის გამოყენება პროექტს მნიშვნელოვნად წაადგება.
პროექტი მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი პროდუქტია და უდიდეს
შრომას მოიცავს. 21-ე საუკუნეში მოსწავლეების უმეტესობა კომპიუტერსაა მიჯაჭვული.
ტრენინგმა დამანახა , თუ როგორ უნდა ასწავლო მათ ინტერნეტის უსაფრთხოდ და
პასუხისმგებლობით გამოყენება.
დამაინტერესა პროექტებზე მუშაობისას კომუნიკაციის შესაძლებლობამ ,ელფოსტის, ჩატის, ინტერნეტზარების საშუალებით. უკუკავშირის ამ ფორმისთვის სხვა დროს არ მიმიმართავს. აუცილებლად
გავითვალისწინებ. პროექტზე მუშაობის დროს დამეხმარა მოწოდებული ნიმუშები და შაბლონები,
რამაც უფრო ნათელი გახადა მოთხოვნები და შედეგიც ადვილი მისაღები
იყო. ტრენინგზე მოგვაწოდეს მნიშვნელოვანი მასალა , რომელსაც კიდევ ბევრჯერ
გადავხედავ, შევისწავლი და დავამუშავებ. ეს უდაოდ გამომადგება მომავალში
პროექტების განხორციელებაში.
დავალებას წარმატებით გავართვით თავი. ნაშრომები ავტვირთეთ ბლოგზე. ეს
ტრენინგი სასარგებლო და ნაყოფიერი იყო, როგორც თეორიული, ასევე ტექნიკური კუთხით. საბოლოოდ, შევაფასეთ ინტელის კურსი. კოლეგებთან ცხრადღიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა დამეხმარება ჩემი მომავალი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. აქვე უნდა აღვნიშნო ჩვენი ტრენერის პროფესიონალიზმი და თანადგომა.
მე ვთვლი, რომ ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო. სასურველი იქნება თუ მსგავსი ტრნინგები მეტ დღეზე გადანაწილდება, რადგან უფრო კარგად გავიაზროთ ინფორმაცია, უკეთესად შევძლოთ საკუთარ თავზე მუშაობა.
ტრენინგის 8 დღტრენინგის VIII დღე
დღეს ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე, მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებზე, აღქმის სხვადასხვა სტილზე, მოვარგეთ ჩვენი დიფერენცირებული სწავლების ტიპს. დავათვალიერეთ ფასილიტაციის სხვადასხვა რესურსი და შევქმენით ჩვენი ნიმუშები. დაბოლოს, გადავხედეთ ჩვენ-ჩვენ საქაღალდეებს და შევიტანეთ ბოლო შტრიხები ნამუშევარში. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

ტრენინგის 7 დღე
მოდული 5
ავტვირთეთ მოსწავლის ნაშრომი. ვნახეთ ერთმანეთის ნაშრომები,ვისაუბრეთ და გავითვალისწინეთ შენიშვნები და რეკომენდაციები, უკუკავშირი გავაკეთეთ ერთმანეთის ნაშრომებზე.
ვისაუბრეთ: რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს მოსწავლის ნაშრომის გასაუმჯობესებლად, ასევე: რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ჩართვა შეფასების პროცესში.
გავეცანით შეფასების გეგმებს/სქემებს.
შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო შეფასების ფორმები და მოვარგეთ ჩვენ გეგმებს. ასევე გავეცანით შეფასების ჩეკლისტებს და ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. გავეცანით სსსმ-ს მასალებს.

ტრენინგის 5 დღე
შევქმენით პირველი მონახაზი ჩვენი მომავალი პროექტისთვის, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები, რომლებიც საჭირო და სანტერესოა ჩემთვის.
ვისაუბრეთ პრეზენტაციის გაკეთებაზე PowerPoint-ში.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, რომელის დაცვაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
ასევე ვისაუბრეთ და ვიმუშავეთ "Review" ველზე, ეს ჩემთვს სასიამოვნო სიახლეა.

суббота, 16 апреля 2016 г.
ტრენინგის 4 დღე
დღეს ვნახეთ და განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები, სასარგებლო რჩევები მივიღე ტრენერისა და კოლეგებისაგან.
განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, რომლებიც დამეხმარება მოსწავლეების ნაშრომების მონიტორინგსა და შეფასებაში. ეს ყველაფერი დამეხმარება მომავალი პროექტისათვის.
ვნახეთ ნიმუშები, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ არჩეული პროექტის გეგმებზე.
იმედი მაქვს შევძლებ საინტერესო პროექტის გაკეთებას.

ტრენინგის 3 დღე
დღეს ვისაუბრეთ:
სტანდარტების გათვალისწინებასა და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების რუბრიკაზე. რომლებიც გამომადგება პროექტის განხორციელებაში. ტრენინგზე ახლებულად დავინახე პროექტის შექმნის პერსპექტივა.
სასწავლო პროექტის დაგეგმვასა და მიზნების გამოკვეთაზე. რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას.

გავეცნით კოლეგების სავარაუდო გეგმებს, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები.
ტრენინგის 1-2 დღე:
- გავეცანით ინტელის ელექტრონულ წიგნს -
- ვნახეთ ვიდეოფილმი -
- დავათვალიერეთ კოლეგების მიერ შექმნილი გეგმები -
- ვნახეთ მზა პროექტები "ლობიოს დიდი რბოლა"...
- შევქმენით პორტფოლიო საქაღალდეებით თითოეული მოდულის შესანახად-
- ვისწავლეთ ბლოგების შექმნა -
Подписаться на:
Сообщения (Atom)