ტრენინგის 9 დღე
დღეს გავეცანით მოდული VIII, რომელშიც საუბარი იყო პრეზენტაციის გაკეთების სხვადასხვა მეთოდებზე.
წარმოვადგინეთ საკუთარი ნამუშევრები, მივიღეთ კონსტრუქციული უკუკავშირი
ტრენერისაგან და კოლეგებისაგან.
ასეთი
მოდელით ჩატარებული პროექტი სრულყოფილად ავითარებს მაღალი დონის სააზროვნო
უნარებს, ზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას და უზრუნველყოფს კავშირს ყოფით ცხოვრებაში. ახალი ტექნოლოგიებით ინფორმაციის
წვდომა, ფოტო და აუდიო მასალის გამოყენება პროექტს მნიშვნელოვნად წაადგება.
პროექტი მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი პროდუქტია და უდიდეს
შრომას მოიცავს. 21-ე საუკუნეში მოსწავლეების უმეტესობა კომპიუტერსაა მიჯაჭვული.
ტრენინგმა დამანახა , თუ როგორ უნდა ასწავლო მათ ინტერნეტის უსაფრთხოდ და
პასუხისმგებლობით გამოყენება.
დამაინტერესა პროექტებზე მუშაობისას კომუნიკაციის შესაძლებლობამ ,ელფოსტის, ჩატის, ინტერნეტზარების საშუალებით. უკუკავშირის ამ ფორმისთვის სხვა დროს არ მიმიმართავს. აუცილებლად
გავითვალისწინებ. პროექტზე მუშაობის დროს დამეხმარა მოწოდებული ნიმუშები და შაბლონები,
რამაც უფრო ნათელი გახადა მოთხოვნები და შედეგიც ადვილი მისაღები
იყო. ტრენინგზე მოგვაწოდეს მნიშვნელოვანი მასალა , რომელსაც კიდევ ბევრჯერ
გადავხედავ, შევისწავლი და დავამუშავებ. ეს უდაოდ გამომადგება მომავალში
პროექტების განხორციელებაში.
დავალებას წარმატებით გავართვით თავი. ნაშრომები ავტვირთეთ ბლოგზე. ეს
ტრენინგი სასარგებლო და ნაყოფიერი იყო, როგორც თეორიული, ასევე ტექნიკური კუთხით. საბოლოოდ, შევაფასეთ ინტელის კურსი. კოლეგებთან ცხრადღიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა დამეხმარება ჩემი მომავალი საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. აქვე უნდა აღვნიშნო ჩვენი ტრენერის პროფესიონალიზმი და თანადგომა.
მე ვთვლი, რომ ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო. სასურველი იქნება თუ მსგავსი ტრნინგები მეტ დღეზე გადანაწილდება, რადგან უფრო კარგად გავიაზროთ ინფორმაცია, უკეთესად შევძლოთ საკუთარ თავზე მუშაობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий