суббота, 16 апреля 2016 г.

ტრენინგის 1-2 დღე:

  1. გავეცანით ინტელის ელექტრონულ წიგნს -
  2. ვნახეთ ვიდეოფილმი -
  3. დავათვალიერეთ კოლეგების მიერ შექმნილი გეგმები - 
  4. ვნახეთ მზა პროექტები "ლობიოს დიდი რბოლა"...
  5. შევქმენით პორტფოლიო საქაღალდეებით თითოეული მოდულის შესანახად-
  6. ვისწავლეთ ბლოგების შექმნა - 
    ეს ყველაფერი საინტერესო სიახლეა ჩემთვის. მოცემული მოდული დამეხმარება თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. მინდა გავიღრმავო ცოდნა მოსწავლეთა სასწავლო პროექტების შეფასების მეთოდებზე, მაქვს სურვილი კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმო, რომლებშიც ხალისით ჩაერთვებიან ჩემი მოსწავლეები და ეს გზა დაგვეხმარება აუცილებელი სტანდარტების მიღწევაში. პროექტები შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაკავშირებული იყოს ცხოვრებისეულ კონტექსტთან.

გავეცანით ერთმანეთის იდეებს მომავალი პროექტების შესახებ, მოვიყვანეთ სტანდარტთან შესაბამისობაში. გავეცანით კოლეგების მიერ შექმნილი ბუკლეტები, გავაკეთე ჩემი ბუკლეტის სავარაუდო მონახაზი.

Комментариев нет:

Отправить комментарий